საპარლამენტო ოპოზიცია სოფლის მეურნეობის მინისტრს ბაკურ კვეზერელს პარლამენტში იბარებს. ფრაქცია ~ერთობა სამართლიანობისთვის~ 19 ოქტომბერს ბაკურ კვეზერელს ფრაქციის სხდომაზე ელოდება.
ფრაქციის თავმჯდომარის, გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, მინისტრი კვეზერელი სხდომაზე რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით არის დაბარებული, კერძოდ, ჰიბრიდული სიმინდის პროგრამაზე, სარწყავ-სამელიორაციო სისტემების განვითარებაზე და პრობლემებზე და ამერიკული პეპელის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამაზე.
~მინისტრ ბაკურ კვეზერელს ვურჩევთ არ დაადგეს დიმიტრი შაშკინის გზას, რომელიც ფრაქციაში გვყავდა დაბარებული და არ მოვიდა. თუ კვეზერელი ფრაქციის სხდომაზე არ მოვა, ის დაარღვევს კანონს. აგრალური მთავრობა ნალიის მთავრობას დაემსგავსა, თუმცა, იმ ნალიაში ჰიბრიდული სიმინდის ერთი ტაროც კი არ არის”, – აღნიშნა ~ჯი-ეიჩ-ენ~-თან საუბარში გიორგი ცაგარეიშვილმა.
ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, 2012 წლის ბიუჯეტის პროექტში სოფლის მეურნეობის დაფინანსება 10 მილიონი ლარით არის შემცირებული.
მასალის გამოყენების პირობები