"დიდ ბოდიშს ვიხდი, სამგზის ვიხდი ბოდიშს, მაგრამ აქვე მინდა ყველა ოპოზიციურ პარტიას დავუსვა ერთი საერთო და ყველასათვის სავალდებულო კითხვა: _ რით არსებობთ თქვენ და საიდან იღებთ პარტიის შესანახ თანხებს, თუ ეს თანხები გაგაჩნიათ?", _ აცხადებს ბიზნესმები ბიძინა ივანიშვილი დღეს გავრცელებულ განცხადებაში და იქვე აღნიშნავს: "გულუხვ მეგობრებზე აქცენტის გაკეთება არ იკმარებს _ ამ არგუმენტს" ვერ მივიღებ!"
„ამ კითხვაზე პასუხი ჩემთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია და სანამ ზუსტი ინფორმაცია არ მექნება, თანამშრომლობაც ვერ შედგება", _ ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.