"შენ და შენი გუნდი ქართველი კაცისათვის წმინდათაწმინდას, ეკლესიასაც კი შეეხეთ და მხცოვანი პატრიარქი, ეს ბრძენი ადამიანი უკიდურესად მძიმე სიტუაციაში ჩააყენეთ", _ ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
"იმის ნაცვლად, რომ დახმარებოდით პატრიარქს, ეკლესიის შიგნით სულმოკლე ადამიანების ძებნა და მათი მოქრთამვა და მოსყიდვა დაიწყეთ.
შეჩერდი, მიშა, შენ უფსკრულის პირას დგახარ და შეჩერდი!
მე შენთვის არასოდეს მომიცია ჩემი პირადი ინტერესებით ნაკარნახევი რჩევა და ახლაც ჩემი კი არა, შენი ინტერესებიდან გამომდინარე გეუბნები ამას - გადადექი!", _ მოუწოდებს ბიზნესმენი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.
მასალის გამოყენების პირობები