"ჩემო ვანო, ერთი ამბავიც მინდა გაგახსენო და ამით დავამთავრებ: "ვარდების რევოლუციიდან" დაახლოებით, ერთი წლის შემდეგ, სააკაშვილი სპეციალურად ჩამოფრინდა ბობოყვათში ჩემთან შესახვედრად (მე იმ დროს ურეკში ვიყავი) და მითხრა, მერაბიშვილი უნდა გავუშვაო", - აცხადენს ბიძინა ივანიშვილი გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მისამართით და აღნიშნავს, რომ მან მაშინ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სააკაშვილს მერაბიშვილის გაშვება გადაეფიქრებინა.
"მე მაშინ ყველაფერი გავაკეთე, რომ სააკაშვილს შენი გაშვება გადაეფიქრებინა. მე ის დავარწმუნე, რომ შენ ბუნებით ერთგული კაცი ხარ, გონიერი ორგანიზატორი და წინდახედული მენეჯერი. სააკაშვილმა მაშინ დამიჯერა და არც უნანია, რაც უდაოდ შენი დამსახურებაა. მე მისთვის არასოდეს არ მიმიცია ცუდი რჩევა, არც მისთვის, არც შენთვის", _ აღნიშნავს ივანიშვილი.