სახელისუფლო გუნდის დატოვება, იოლი გადაწყვეტილება არ არის, წერს თავის მიმართვაში ბიძინა ივანიშვილი და აღნიშნავს, რომ "შეიძლება, ზოგს გულით უნდოდეს სახელისუფლო გუნდის დატოვება, მაგრამ ეს არც ისე იოლად მისაღები გადაწყვეტილებაა.
ისინი ერთხელ გაკეთებული მცდარი არჩევანის მძევლები არიან და მე მათ უფრო თანაგრძნობით ვუყურებ".
"მე არ მაქვს მათ მიმართ აგრესიული განწყობა, ის კი არა, რომელიმე მათგანმა თავისი პოლიტიკური მრწამსი და პოზიცია რომ შეიცვალოს, არ გამოვრიცხავ, მათთან თანამშრომლობის შესაძლებლობასაც... მე ხელისუფლებასთან ვაიგივებ სამ ტელეკომპანიას: "საზოგადოებრივ მაუწყებელს", "რუსთავი-2"-ს, "იმედს" და რაც ზემოთ აღვნიშნე, ეს ამ ტელევიზიების თანამშრომლებსაც ეხებათ.", _ წერს ბიზნესმენი და აღნიშნავს: "ჩემთვის არ არის პიროვნების შეფასების კრიტერიუმები _ ვინ მუშაობდა და ვინ მუშაობს სააკაშვილთან, ვინ მუშაობდა და ვინ მუშაობს სახელმწიფო სტრუქტურებში. გადამწყვეტი ეს არ არის, მთავარია, ადამიანი დროზე მიხვდეს ჩადენილ შეცდომებს და სიკეთისკენ გადადგას ნაბიჯი. როგორც უკვე ვთქვი, საქართველოს დასაკარგი და მოსაკვეთი ადამიანები არ ჰყავს", _ წერს ივანიშვილი.