ბიძინა ივანიშვილი საქართველოს შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს მიმართავს და აღნიშნავს, რომ მას როგორც კარგ მენეჯერს, კარგ ორგანიზატორს და ბევრი დადებითი თვისებების მქონე პიროვნებას ისე იცნობს.
თავის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ივანიშვილი აღნიშნავს, რომ მერაბიშვილმა დიდი შრომის შედეგად მოახერხა და შექმნა გამართული სისტემა შინაგან საქმეთა სამინისტროს სახით.
"საპატრულო პოლიცია თუ სხვა ძალოვანი სტრუქტურული დანაყოფები რომლებსაც ის სადამსჯელო, ჯალათური ფუნქცია რომ მოვაშოროთ, შეიძლება საზოგადოებისთვის ძალზე სასარგებლო როლი ითამაშონ", - მიიჩნევს ივანიშვილი და იმასაც აღნიშნავს, რომ მერაბიშვილს იგი ეკონომიკის სფეროში საკმაოდ სერიოზული კომპეტენტურობით გაუოცებია ხოლმე.
"თუმცა მეც ბევრჯერ გამიოცებია იგი ჩემი პროფესიიდან შორს მდგარი ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტისას", _ ნათქვამია განცხადებაში.