პარლამენტის თავმჯდომარე გამოდის ინიციატივით _ იანვარში შეიქმნას ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელიც საარჩევნო სიების გადამოწმებაზე და ასევე იმ საკითხებზე იმუშავებს, რაც არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ განცხადება დავით ბაქრაძემ რიგგარეშე სესიაზე საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის პროექტის განხილვისას გააკეთა.
რიგგარეშე სესია საარჩევნო კოდექსის მესამე მოსმენით მისაღებად იმართება, ვინაიდან პარასკევის რიგგარეშე სესიაზე აღნიშნული საკითხის განხილვა იმის გამო ვერ მოხერხდა, რომ რამდენიმე საკითხი შეუთანხმებელი იყო. შეუთანხმებელ საკითხებს შორის ძირითადი საარჩევნო სიების გადამოწმების საკითხია. როგორც დღეს სესიაზედაც გაცხადდა, იანვრიდან არჩენების დასრულებამდე თბილისში ახალი პირადობის მოწმობები აღარ გაიცემა და გარდა ამისა, გარკვეული რეზულტატის მქონე პოლიტიკურ ძალებს მიეცემათ სიების გადამოწმების საშუალება. თუმცა ბაქრაძე აღნიშნავს, რომ იგი გამოდის ინიციატივით, იანვარში პარლამენტში შეიქმნას ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იმუშავებს.