12-13 ოქტომბერს საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის, საპარლამენტო ასამბლეის, ეკონომიკის, ვაჭრობის, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის ოცდამეჩვიდმეტე სხდომას მასპინძლობს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომა 12 ოქტომბერს, 10:00 საათზე გაიხსნება და მას ასამბლეის ეკონომიკის, ვაჭრობის, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გარიკ მინასიანი და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მიხეილ მაჭავარიანი გახსნიან.
სხდომაზე მოხდება 2011 წლის 16 მარტს მოკოვში ჩატარებული ოცდამეთექვსმეტე სხდომის ოქმის დამტკიცება, ასევე ბულგარეთისა და სომხეთის მიერ გაკეთდება მოხსენება "საგადასახადო სისტემის გაუმჯობესება შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში".
13 ოქტომბერს დაგეგმილია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრები და კომიტეტის თავმჯდომარისა და თავმჯდომარის ორი მოადგილის არჩევა. მოხდება კომიტეტის ოცდამეთვრამეტე სხდომა თარიღის, ადგილსა და დღის წესრიგის დაგეგმვა.