ხვალ, 12 ოქტომბერს, გამოქვეყნდება ბიძინა ივანიშვილის მიმართვა ქართველი საზოგადოებისადმი. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურმა ირაკლი ტრიპოლსკიმ აცნობა. მისი თქმით, მიმართვაში ნათლად იქნება განმარტებული მისი დამოკიდებულება პოლიტიკური სუბიექტების, მედიასაშუალებებისა და სხვა პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ.
მიმართვა სარეკლამო წესით დაიბეჭდება შემდეგ გაზეთებში: "ახალი თაობა", "ვერსია", "24 საათი", "რეზონანსი", "საქართველოს რესპუბლიკა", არასარეკლამო წესით: "საერთო გაზეთი", "საქართველო და მსოფლიო", "ქართული სიტყვა", "ყველა სიახლე', აგრეთვე გავრცელდება საინფორმაციო სააგენტოების საშუალებით.