პარტია "საქართველოს გზის" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მამუკა ბალიაშვილმა, პრესკონფერენცია გამართა. ბალიაშვილის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების ყველა მონდომება, შეექმნათ ერთობა თუნდაც მხოლოდ თემატურ საკითხებზე, უშედეგოდ დასრულდა.
"დღეს ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს იმ ნიჰილიზმის, უნდობლობის, შიშის გატეხა საზოგადოებაში, რაც სახეზეა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიური კონსულტაციები მქონდა ახალგაზრდული ფორუმის ხელმძღვანელობასთან. ჩვენ ვთანხმდებით იმ ძირითად მიმართულებებზე, რაც საშუალებას მოგვცემს მნიშვნელოვანი როლი შევასრულოთ საზოგადოებაში იმედის გაჩენის საქმეში, საჭიროა შევქმნათ ერთობა თემატურ საკითხებზე", - განაცხადა ბალიაშვილმა.
"ახალგაზრულ ორგანიზაციებში არის ის უზარმაზარი ინტელექტუალური და ადამიანური რესურსი, რომელსაც ნამდვილად შეუძლია ცვლილებების მოტანა, მეტიც: ახალგაზრდული ორგანიზაციების დუმილი იმ პრობლემებზე, რაც სააკაშვილმა მოგვიტანა იქნება გამოუსწორებელი შეცდომა და მონაწილეობა ხელისუფლების ილუზიებში", - აცხადებს იგი.