რობერტ სტურუას მიერ გავრცელებულ ინფრომაციას, რომ რუსთაველის თეატრის მმართველად, პარლამენტის წევრი ნუგზარ წიკლაური ინიშნება, თეატრში არ ადასტურებენ.
თეატრის ამჟამინდელი მმართველი ზაალ ჩიქობავა, აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა როგოც „ჯი-ეიჩ-ენს" რუსთაველის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ელენე კვირცხალიამ განუცხადა, ინფორმაცია მცდარია.
„სიცრუეა, არ ვიცი ეს საიდან მოიტანეს. რაც შეეხება სამხატვრო ხელმძრვანელს ის თეატრს აღარ ეყოლება და იქნება სამხატრო საბჭო, რაზეც მიმდინარეობს შეთანხმება", - აღნიშნა კვირცხალიამ.
შეგახსენებთ, რომ რობერტ სტურუა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის, 9 აგვისტოს გამოცემულ ბრძანების შედეგად გაათავისუფლეს.