გადაუდებელი სარემონტო სამუშაოს გამო, 11 ოქტომბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველდღიურად, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ჩუღურეთის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება გოგი დოლიძის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილის, კონსტიტუციის, სურამის და ჩუბინიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.