ხვალ, 11 ოქტომბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართება.
პირებს, რომლებმაც ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩააბარეს, შესაბამის სერთიფიკატებს იუსტიციის სამინიტროს სამართლებლივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის უფროსი ბაჩანა შენგელია და იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი ნინო ბერუაშვილი გადასცემენ.