ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარებმა წყლის ახალი სამკურნალო თვისებები გამოავლინეს. როგორც აღმოჩნდა, წყალი არა მხოლოდ ხელს უწყობს გამხნევებას და დაღლილობის დაძლევას, არამედ მამაკაცებში პოტენციასაც აუმჯობესებს.
"ერთ-ერთი საშუალება, დაუბრუნოთ სასიცოცხლო ენერგია და, შესაბამისად, სექსუალური ძალა მამაკაცს, არის ის, რომ ავუვსოთ აბაზანა ან შევთავაზოთ მიიღოს შხაპი", - აცხადებენ მეცნიერები და დასძენენ, რომ "წყალი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, აფართოებს სისხლძარღვებს და პარტნიორი კვლავ მზად იქნება სექსუალური ურთიერთობისთვის".
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარები წყვილებს რეკომენდაციასაც აძლევენ და აღნიშნავენ, რომ ხანგრძლივ და ხარისხიან სექსს ხელს უწყობს ერთობლივი აბაზანებიც.