ბრიტანეთის დედაქალაქის მსოფლიოში ცნობილი სიმბოლო - ბიგ ბენი - გვერდზე იხრება. კოშკის გადახრა იმაზე უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე ეს სპეციალისტებს წარმოედგინათ. ინჟინრები და არქიტექტორები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კოშკის გადახრის სიჩქარე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში სტაბილური იყო, ბოლო დროს გაიზარდა.
ამ დროისთვის ბიგ ბენის მწვერვალი ვერტიკალიდან დაახლოებით ნახევარი მეტრითაა მოწყვეტილი.
მეცნიერების აზრით, დახრის დონით ცნობილ პიზას კოშკს, ბიგ ბენი 4 ათასი წლის შემდეგ მიაღწევს.