გერმანიიდან ჩამოსული სხვადასხვა ეროვნების 19 ახალგაზრდა მხატვარი, ქართული კულტურის გასაცნობად ჩვენს ქვეყანაში იმყოფება. ისინი ქართული დიასპორის წარმომადგენელმა გერმანიაში თამუნა ფრიდონიშვილმა ჩამოიყვანა.
სტუმრებს მასპინძლობას სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია პირადად უწევს. მათ ერთად დაათვალიერეს გერმანულ-ქართული სოფელი ასურეთი, თეთრიწყაროს რაიონში. პროფესიით ფერმწერმა მინისტრმა ახლგარზდებს მასტერკლასიც ჩაუტარა. თბილისში დაბრუნებული სტუდენტებისთვის სამხატვრო აკადემიაში ლექცია-სემინარიც გაიმართა.