ეკონომიკის დარგში 2011 წლის ნობელის პრემია ამერიკელ მეცნიერებს - ტომას სარჯენტსა და კრისტოფერ სიმსს - მაკროეკონომიკაში ემპირიული მიზეზებისა და ლოდინისთვის მიენიჭათ. ეს განცხადება დღეს ნობელის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის კომიტეტმა გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის დარგში პრემიის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი ალფრედ ნობელის ანდერძში. იგი უფრო გვიან 1968 წელს, შვედეთის სახელმწიფო ბანკის ინიციატივით დაფუძნდა თავისივე 300 წლისთავთან დაკავშირებით. მას შემდეგ ბანკი ყოველწლიურად რიცხავს ნობელის ერთი პრემიის ტოლ თანხას - 10 მილიონ შვედურ კრონს (ერთი მილიონი ევრო). დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი მიმდინარე წლის 10 დეკემბერს სტოკჰოლმში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს მშვიდობის დარგში 2011 წლის ნობელის პრემია ლიბერიის პრეზიდენტს, ელლენ ჯონსონ-სერლიფს, ლიბერიის ქალთა მოძრაობის აქტივისტს ლეიმახ გრობის და იემენელ ტავაკულ კარმანს მიენიჭა. ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნობელის მშვიდობის პრემიის მინიჭება სამი უფლებების დამცველისთვის არის მთელი მსოფლიოს ქალების ბრძოლის აღიარება საკუთარი უფლებებისთვის.
6 ოქტომბერს ლიტერატურის დარგში 2011 წლის ნობელის პრემია შვედ პოეტს ტომას ტრანსტრემერს მიენიჭა. "მისმა კონცენტრირებულმა და ნათელმა გმირებმა მსოფლიოზე ახლებურად შეგვახედა", _ აცხადებენ აკადემიკოსები. თომას ტრანსტრემერი XX საუკუნის ერთ-ერთი უმსხვილესი შვედი და მსოფლიო პოეტია. იგი 1931 წელს სტოკჰოლმში დაიბადა. თავდაპირველად იგი პროფესიონალი პიანისტი იყო, მაგრამ 1990 წელს გადატანილი ინსულტის შემდეგ მას სხეულის მარჯვენა მხარე გაუჩერდა და მეტყველება აღარ შეეძლო. ამის შემდეგ მან მარცხენა ხელით წერა ისწავლა და ფორტეპიანოზე უკრავდა კიდეც ნაწარმოებებს მარცხენა ხელისათვის, რომელსაც სპეციალურად მისთვის დასავლელი კომპოზიტორები წერდნენ. იგი ლექსებისა და პროზის 12 წიგნის ავტორი და ყველა ძირითადი პრემიის ლაურეატია, რომელიც სკანდინავიის ქვეყნებში არსებობს. 1981 წელს მან პეტრარკას ევროპული და პოეტური პრემიაც მიიღო, რომელიც მას გერმანიაში მიანიჭეს.
5 ოქტომბერს ქიმიის დარგში 2011 წლის ნობელის პრემია კვაზიკრისტალების აღმოჩენისთვის ისრაელის მკვიდრ მეცნიერს დანიელ შეხტმანს მიენიჭა. შეხტმანი ტეხნიონში - ხაიფაში მდებარე ტექნოლოგიების ინსტიტუტში მუშაობს.
4 ოქტომბერს ფიზიკის დარგში 2011 წლის ნობელის პრემია კოსმოლოგიის სფეროში დედამიწის შესწავლისთვის გაწეული სამუშაოსთვის სამ მეცნიერს მიენიჭა. ესენი არიან ამერიკელი მეცნიერები სოლ პერლმუტერი და ადამ რაისი და ავსტრიელი მეცნიერი ბრაიან შმიდტი. მათ დედამიწის გაფართოების სიჩქარის გაძლიერება აღმოჩინეს.
აღსანიშნავია, რომ ალფრედ ნობელმა თავის ანდერძში ფიზიოლოგიისა და მედიცინის სფეროში ლაურეატის დასახელების ამორჩევა სტოკჰოლმში არსებულ კაროლინის ინსტიტუტს უანდერძა. მასთან არსებული ნობელის კომიტეტი შედგება ხუთი მუდმივი წევრისგან, რომელთაც თავის მხრივ აქვთ უფლება კონსულტაციებისთვის ექსპერტები მოიწვიონ. ტრადიციისამებრ, ნობელის კომიტეტები ბოლო მომენტამდე არაფერს აცხადებენ არც პრემიის პრეტენდენტებზე და არც მათზე, ვინც ისინი პრემიაზე წარადგინა.
პრემიის ჯილდოს 10 მილიონ შვედურ კრონს (ერთი მილიონი ევრო) ლაურეატებს სტოკჰოლმში 10 დეკემბერს - ალფრედ ნობელის (1833-1896წწ) გარდაცვალების დღეს გადასცემენ.