NDI-ს კვლევის თანახმად, 26 მაისს მომხდარ ძალადობაზე გამოკითხულთა 34% პასუხისმგებლობას ნინო ბურჯანაძეს აკისრებს.
31 პროცენტი მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობა ყველაზე თანაბრად ნაწილდება, 12 % კი მიხეილ სააკაშვილს აკისრებს პასუხისმგებლობას.
46 % მიიჩნევს, რომ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები უნდა გასამართლდნენ.
17% პროცენტი მათ სამსახურიდან გათავისუფლებას ემხრობა, 10 პროცენტს მიაჩნია, რომ აღნიშნულ პირებს საყვედურები უნდა გამოეცხადოთ.
77% - ის ინფორმაციით, აქციაზე მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის გადადგომას ითხოვდნენ.
5 % ემხრობა მოსაზრებას, რომ დემონსტრანტები მშვიდობიან და დემოკრატიულ რევოლიციას მოითხოვდნენ.
60% მომხრეა იმის, რომ ნებართვის ამოწურვის შემდეგ აქციის მონაწილეებს ნებით უნდა დაეტოვებინათ ტერიტორია.
რესპოდენტთა 41% მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ძალის გამოყენების უფლება ჰქონდა (33% წინააღმდეგი).