გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 11 ოქტომბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით ყოველდღიურად 10 საათიდან 18 საათამდე ჩუღურეთის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: გოგი დოლიძის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილის, კონსტიტუციის, სურამის და ჩუბინიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.