65 მსხვილფეხა პირუტყვი დაიკარგა ნინოწმინდაში თურქეთის საზღვარზე ახლოს მდებარე საძოვრებიდან. მწყემსების თქმით. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
დილით 128 სულიდან 65 მოპარული დახვდათ. მათ მომხდარი ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინეს და მოპარული პირუტყვი ერთ -ერთი ვერსიით საზღვარზე გადაყვანილი ჯერ არ ჰყავთ.
მწყემსების თქმით, მსგავსი შემთხვევა არ ჰქონიათ, როგორც ისინი აცხადებენ ზარალი 70 ათას ლარზე მეტს შეადგენს.