საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პრაღაში ქართველი პიანისტის ხატია გუნიათაშვილის კონცერტს დაესწრო. ჩეხეთის დედაქალაქში საერთაშორისო ფესტივალი "რადიო შემოდგომა" გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ პარიზში მცხოვრები ქართველი პიანისტი ევროპულ ტურნეს მართავს. იგი ჩეხი მსმენელისათვის საკონცერტო დარბაზში 25 წუთის განმავლობაში ფრანქფურტის ორკესტრთან უკრავდა.
ცნობისთვის, გუნიათაშვილი ამ თვეში ჩეხეთის გარდა, კონცერტებს შვეიცარიაში, ესპანეთსა და ავსტრიაშიც გამართავს.