მესამე დღეა თბილისობის დღესასწაული გრძელდება. 12:00 საათზე რიყის ამფითეატრში ევროპის საბჭოს მიერ თბილისისთვის მინიჭებული ღირსების დროშის გადაცემის ცერემონიალი გაიმართება.
მეტეხის ხიდზე მნახველებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა ავტოშოუზე გამოფენილი მანქანები ნახონ. მტკვარზე მოეწყობა გასეირნება ტივით, მუსიკალური პროგრამის თანხლებით. 12-დან 18 საათამდე აბანოთუბანი ეროვნულ უმცირესობათა ფოლკლორული ანსამბლების კონცერტსა და ხალხური რეწვის გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს. აქვე, ზაალ სულაკაური ხატვის გაკვეთილებს გამართავს.
13:00 საათიდან კი ევროპის მოედანზე ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა "შავფაროსნები" იგეგმება. აქვე, 14:00 საათზე, მიუსაფარი ბავშვებისათვის "მხიარული სტარტების" შეჯიბრი გაიმართება.
15:00-დან 21:00 საათამდე რიყის ამფითეატრი ქართველ დიჯეებს უმასპინძლებს.
17:00 საათზე რუსთაველის თეატრის სამეჯლისო დარბაზი საპატიო თბილისელების დაჯილდოება, ფოტოგამოფენა "თბილისის სადარბაზოები" და დედაქალაქის მერის სახელით დიპლომატიური კორპუსისა და საპატიო სტუმრებისთვის მიღება გაიმართება.
19:00 საათზე რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში „ქეთო და კოტეს" თბილისური პრემიერაა.
20:00 საათზე კი ფილარმონიის დიდ საკონცენრტო დარბაზში „ერისონის" საიბილეო კონცერტი.
თბილისობის ფარგლებში სხვა ღონისძიებებიც გაიმართება.