საფრანგეთის ხელისუფლებამ, სკოლებსა და სხვა სასწავლებლებში კეჩუპი აკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი Los-Angeles Times ავრცელებს.
აღნიშნული აკრძალვა ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდასა და ფრანგული სამზარეულოს პოპულარიზაციას უკავშირდება.
კეჩუპის მირთმევა მხოლოდ კარტოფილის ფრისთან ერთად არის რეკომენდირებული.
ახალი წესების მიხედვით, მენიუში მეტი რაოდენობით შევა ბოსტნეულის კერძები და მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ცხიმიანი კერძები.
აღსანიშნავია, რომ კეჩუპის გამოყენება საფრანგეთის მთავრობამ 4 წლის წინ აკრძალა, თუმცა ძალაში მიმდინარე სასწავლო წელს შევიდა.