მეტეხის ხიდზე ანტიკვარული ავტომანქანების გამოფენა მოეწყო. როგორც "ჯი-ეიჩ-ენისთვის" ცნობილი გახდა უძველესი მანქანა 1936 წლით თარიღდება.
"16 წლის ასაკში მიყიდეს ეს მანქანა "BMW 321". მოყვარული ვარ ამ ძველი მანქანების, შესაძლებლობია მიხედვით ყოველთვის ყურადღებას ვაქცევ, ჩემი ძმაკაცია. რომ მეუბნებიან ხოლმე, რომ რატომ არ ყიდიო, ჩემი პასუხი ასეთია - ძმაკაცებს არ ყიდიან. თანამედროვე BMW-ზე მაქვს გაკეთებული - ძრავი, უკანა ხიდი, ნაწილები. ჩემს შემდეგ ეს მანქანა ჩემს ძმიშვილს ეყოლება, ანდერძად ვტოვებ, რომ ეს მანქანა არ გაყიდონ არასდროს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ვაჟა მინდაძემ.
ცნობისთვის, ვაჟა მინდაძეს "BMW 321" მარკის ავტომანქანა უკვე 30 წელზე მეტია რაც ყავს.
ანტიკვარული მანქანების გამოფენა ჟურნალი "აუტო ბილდის" წარმომადგენლების იდეა იყო. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მარკეტინგის მენეჯერმა, ალექსანდრე სირაძემ განუცხადა ეს უძველესი ტრადიცია იყო, რომელიც 4 წელია რაც აღადგინეს.
"ყველა აქ წარმოდგენილი მანქანა კერძო მფლობელობაშია. ჩვენ აღვადგინეთ ეს ძველი ტრადიცია მანქანების გამოფენისა, რომელიც იმართებოდა ადრე თბილისში. ადრე, "რადისონთან" ვიკრიბებოდით ახლა კი გადმოვინაცვლეთ მეტეხის ხიდზე და ვფიქრობ, ძალიან სასიამოვნო სანახაობაა", - განაცხადა სირაძემ.
მეტეხის ხიდზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა მარკისა და წლების იაგუარი, ვოლგა, პობედა, ყველაზე გამოჩეული კი კადილაკი იყო, რომელიც გამოფენას ამშვენებდა.
შეგახსენებთ, რომ ავტო შოუ 2008 წლიდან "თბილისობის" დღესასწაულის ფარგლებში ეწყობა.
ცნობისთვის, ხვალიდან მეტეხის ხიდზე ძველ ავტომობილებს ახლები შეცვლის, რომლებიც სპეციალური პირობით გაიყიდება.