იაპონიის პოლიციამ, კუნძულ ჰოკაიდოს ადმინისტრაციული ცენტრიდან დღე-ღამის განმავლობაში, ადგილობრივი მოსახლეობისაგან 11 შეტყობინება მიიღო, რომ ქუჩებში ველური ცხოველები, დათვები თავისუფლად გადაადგილდებიან. მოსახლეობა აცხადებდა, რომ საცხოვრებელ კორპუსებთან მურა დათვები დაინახეს.
მშობლებს დირექტივა მიეცათ, რომ საკუთარი შვილები სკოლამდე მიაცილონ და სახლშიც თავად წამოიყვანონ.
მეცნიერების მტკიცებით, ქუჩებში დათვების გამოჩენა დაკავშირებულია მთებში მათი საკვების სიმცირით. სწორედ საკვების დეფიციტმა აიძულა დათვები ჩამოსულიყვნენ ბარად და დასახლებულ ადგილებში ეძებნათ საკვები. ამ დროისათვის დათვის მიერ ადამიანების დაზიანება და დაკბენა არ დაფიქსირებულა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს იაპონიაში მომრავლებული დათვების მიერ ადამიანების დაკბენის ფაქტები დაფიქსირდა.