დღეს, 8 ოქტომბერს, 18:00 საათზე, თბილისის ვანო სარაჯიშვლის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში, კომპოზიტორ არნო ბაბაჯანიანის 90 წლისადმი მიძღვნილი კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა მუსიკოსები, რომლებიც შეასრულებენ ბაბაჯანიანის, შოპენის, რახმანინოვის, პროკოფიევის, კომიტასისა და სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებებს.
ღონისძიება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიის, არნო ბაბაჯანიანის ხსოვნის ფონდისა და საქართველოს სომეხთა ახალგაზრდული კავშირის მიერ არის ორგანიზებული.