დღეს, 8 ოქტომბერს, თბილისობის მეორე დღე საერთაშორისო სამხატვრო პლენერზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენით გაიხსნება. მეიდანზე ქართული პოპ მუსიკის კონცერტის თანხლებით უძველესი ტრადიცია - საწნახელი მოეწყობა.
"თბილისობის" მეორე დღეს ხილის ფესტივალი და ავტოშიუს ჩვენება მოეწყობა. აბანოთუბანში ქართულ და ეროვნულ უმცირესობათა ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, ასევე ხალხური რეწვის გამოფენა გაყიდვაც გაიმართება.
12:00-დან 19:00 საათამდე მტქკვარზე მუსიკალური პროგრამის თანხლებით ტივით გასეირნება იქნება შესაძლებებლი.
ღონისძიების ფარგლებში დღეს ფოტოხელოვანი ირმა შარიქაძე თავის ახალ გამოფენას „ცის თაღი გვირგვინად" 13:00 საათზე მშვიდობის ხიდზე მოაწყობს. მის პარალელურად რიყის ამფითეატრში ახალგაზრდებისთვის ერთიდღიანი შეხვედრა პოეტებთან და მხატვრებთან მოეწყობა. „თბილისობის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ლიტერატურული კონკურსი „გალა" დაჯილდოვების ცერემონიალი ეროვნულ მუზეუმში მოეწყობა. დიდ საკონცერტო დარბაზში კი მომღერალი, ლელა წურწუმია 11 წლის შემდეგ კონცერტს გამართავს, ხოლო დასკვნითი, გალა კონცერტი ევროპის მოედანზე 22:00 საათზე მოეწყობა.
„თბილისობის" მესამე დღე დავით დოიაშვილის გათანამედროვებული მიუზიკლის „ქეთო და კოტეს" სპექტაკლი რუსთველის თეატრში დაიდგმება. 20:00 საათზე კი ფესტივალის ფარგლებში ანსამბლი „ერისიონი" საიუბილეო კონცერტს დიდ საკონცერტო დარბაზში გამართავს, რითაც „თბილისობა 2011" დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ „თბილისობა" დედაქალაქში ყოველწლიურად იმართება.