საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით, 17:00 საათზე ჩამოფრინდება. მას საქართველოს პრეზიდენტი დახვდება.
თბილისის აეროპორტში ფრანგული ავიალაინერი უკვე დაეშვა, რომლითაც საქართველოში ფრანგი ჟურნალისტები ჩამოვიდნენ.
ფრანგი ჟურნალისტები საქართველოში საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ვიზიტს გააშუქებენ. ისინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირ ევროპის სახლში მივლენ, სადაც მათთვის სპეციალურად მედიაცენტრია განთავსებული.
სულ საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში 300-მდე ჟურნალისტი აშუქებს.
ქართველ ჟურნალისტების რეგისტრაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით, 14:30 საათზე დაიწყო. ყველა ჟურნალისტი აეროპორტის ტერიტორიაზე სპეციალური აკრედიტაციებითა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შედგენილი სიის საფუძველზე შევიდა.