თავისუფლების მოედანზე დღევანდელ ღონისძიებაზე ხალხის შეკრება გრძელდება. მოედანზე რამდენიმე ათასი ადამიანია ამ დროისთვის მისული. შეკრებილი საზოგადოება პარლამენტიდან თავისუფლების მოედნამდე არიან განთავსებულნი.
თავისუფლების მოედანზე საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის დასახვედრად მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია.
თბილისის ცენტრალურ მოედანზე მოეწყო სცენა, რომლიდანაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ნიკოლა სარკოზი სიტყვით გამოვლენ.
საფრანგეთის, ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით არის დაფარული წმინდა გიორგის ძეგლი, საქართველოს ბანკის შენობა და შადრევნის აუზი.