ზაალ სულაკაური აბანოთუბანში ხატვის გაკვეთილებს კვირას, 9 ოქტომბერს გამართავს. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ სულაკაურთან ერთად მულტფილმის გმირები ან პეისაჟები დახატონ.
აღსანიშნავია, რომ სულაკაური ბავშვებს ასევე, უსარგებლო ნივთებზე მოხატვასაც ასწავლის.
ნამუშევრები იქვე გამოიფინება და ყველაზე საინტერესეო ნახატის ავტორებს სიგელებიც გადაეცემათ.
შეგახსენებთ, რომ ზაალ სულაკაურის ხატვის გაკვეთილების ჩატარება "თბილისობა 2011"-ის ფარგლებში ეწყობა.