"რია ნოვოსტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში კონცერტმეისტერი ვაჟა ჩაჩავა გულის ოპერაციის შემდეგ, 79 წლის ასაკში, გარდაიცვალა.
ცნობილი ქართველი კონცერტმეისტერი ვაჟა ჩაჩავა, თბილისის კონსერვატორიაში, პედაგოგურ საქმიანობასაც ეწეოდა და ასევე მუშაობდა თბილისის ოპერის თეატრში კონცერტმეისტერად.
ვაჟა ჩაჩავა 1977 წლიდან მოსკოვში მოღვაწეობდა და მოსკოვის კონსერვატორიის კათედრის გამგე იყო.
ვაჟა ჩაჩავა ლა სკალას, ლისეოს, ჰამბურგის, დრეზდენის ოპერის თეატრებში მუშაობდა.
აღსანიშნავია, რომ 1989 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის, 2006 წელს კი რუსეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება.