ოთარ რამიშვილს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. 77 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ,ქართველი მომღერალი და პოეტი ოთარ რამიშვილი გუშინ საგამოს გარდაიცვალა.
ოთარ რამიშვილის ქალაქური სიმღერები და გიტარაზე შესრულების სტილი და მანერა გამორჩეული პოპულარობით სარგებლობდა გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული.
„ფუტკარი", „რიჟრაჟი", „ბულბულის სტვენა", „ მარტის თვეა შენი" , „თბილისო" და სხვა მის მიერ დაწერილი და შესრულებული სიმღერები მრავალი თაობის ჰიტი გამხდარა.
ოთარ რამიშვილს სიცოცხლეშივე უწოდეს თბილისის კოლორიტი.