77 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ,ქართველი მომღერალი და პოეტი ოთარ რამიშვილი გარდაიცვალა.
ოთარ რამიშვილის ქალაქური სიმღერები და გიტარაზე შესრულების სტილი და მანერა გამორჩეული პოპულარობით სარგებლობდა გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული.
„ფუტკარი", „რიჟრაჟი", „ბულბულის სტვენა", „ მარტის თვეა შენი" , „თბილისო" და სხვა მის მიერ დაწერილი და შესრულებული სიმღერები მრავალი თაობის ჰიტი გამხდარა.
ოთარ რამიშვილს სიცოცხლეშივე უწოდეს თბილისის კოლორიტი.