ტაჯ-მაჰალის სასახლე, რომელიც "მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრებიდან" ერთ-ერთია, შესაძლოა, ხუთი წლის შემდეგ დაინგრეს. ამის შესახებ ინდოელი მეცნიერების საინიციატივო ჯგუფის წევრებმა განაცხადეს.
მათი მონაცემებით, მავზოლეუმის ხის ფუნდამენტი დალპა, რის გამოც ძეგლი, შესაძლოა, დაინგრეს. მკვლევარები მიანიშნებენ, რომ ტაჯ-მაჰალის საძირკველი უკვე ნაწილებად იშლება.
ტაჯ-მაჰალი, რომელიც მდინარე ჯამნის ნაპირებთან მდებარეობს, 1630-1652 წლებში აშენდა. უკანაკნელი წლების განმავლობაში მდინარე ძალიან დაშრა, რამაც შენობის ნიადაგში ღრმად დაწევა გამოიწვია. გასულ წელს მავზოლეუმში ბზარები სამარხებთან და გუმბათთან აღმოაჩინეს.
ძეგლის გადარჩენის მიზნით საინიციატივო ჯგუფში გაერთიანდნენ ისტორიკოსები, სპეციალსიტები და პოლიტიკოსები. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თავდაპირველად უნდა აიწიოს მდინარეში წყლის დონემ და სპეციალური ნაგებობა აშენდეს. შესაბამისი სამუშაო, შესაძლოა, 71 მლნ ფუნტი სტრელინგი (109 მლნ დოლარი) დაჯდეს.
ტაჯ-მაჰალი იმპერატორ შახ-ჯახანის ბრაძანებით აშენდა, რომელმაც ძეგლი თავისი ცოლის მუმთაზ-მაჰალის ხსოვნას მიუძღვნა. მუმთაზ-მაჰალი მშობიარობისას გარდაიცვალა. მავზოლეუმს ყოველ წელს 4 მლნ ტურისტი სტუმრობს.