ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი აცხადებს, რომ მისი აზრით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის "ცესკომ" სწორი გადაწყვეტილება მიიღო მაშინ, როდესაც თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ჯამბოლატ თედეევს ე.წ. "სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად" დარეგისტრირებაზე უარი უთხრა.
"მიმაჩნია, რომ ცესკომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. თედეევი არ არის სამხრეთ ოსეთის მოქალაქე და თუმცა დაბადების ადგილის მიხედვით მას ამის სრული უფლება აქვს, მას არასოდეს მოუმართავს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისთვის მისთვის მოქალაქეობის მინიჭების სურვილით. პასპორტი კი რომელიც მან ცესკოში წარადგინა, მისთვის სამხრეთ ოსეთის შს სამინისტროს არასოდეს გაუცია", _ განაცხადა კოკოითიმ და აღნიშნა "ახლა სიტუაცია სტაბილურია. ჯამბოლატ თედეევი სახლში ზის და არავინ აპირებს მისი სახლის იერიშით აღებას ან მის მიმართ რაიმე სახის ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას.