ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი ე.წ. სამხრეთ ოსეთში სიტუაციის დესტაბილიზების მცდელობებში საქართველოს ადანაშაულებს. კოკოითი აცხადებს, რომ მას ამის დამადასტურებელი ოპერატიული მონაცემები აქვს.
"ჩვენი შესაბამისი ორგანოების ხელთ არსებული მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების წინ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სიტუაციის დესტაბილიზების მცდელობებში საქართველოს სპეცსამსახურები იღებდნენ მონაწილეობას", _ განაცხადა ოს სეპარატისტთა ლიდერმა რუსულ მედიასთან საუბარში.