"თავისუფალი დემოკრატები" ბიძინა ივანიშვილის მიერ პარტიის შექმნის ინიციატივასთან დაკავშირებით 7 ოქტომბრის შემდეგ ისაუბრებენ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის პრესსპიკერმა ვაკო ავალიანმა განუცხადა.
"ჩვენ პატივს ვცემთ ბიძინა ივანიშვილს, როგორც ქველმოქმედს. ამ დროისთვის მისი პოლიტიკური პლატფორმა ჩვენთვის უცნობია და კონკრეტული განცხადებები ჩვენი პარტიის მხრიდან გაკეთდება 7 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ცნობილი გახდება ივანიშვილის პოლიტიკური პოზიცია", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ავალიანმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს "ქართუ ჯგუფმა" განცხადების ამონარიდი გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ივანიშვილი პოლიტიკურ პარტიას ქმნის და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. განცხადება სრულად ცნობილი 7 ოქტომბერს გახდება.