სარემონტო სამუშაოების გამო 5 ოქტომბერს 10 საათიდან 16 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, ფრანგულიანის და ჭირნახულის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ხოლო 10 საათიდან 17 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება აეროპორტის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, ქაიროს, ჯავახეთის, ქინძმარაულის, ნაკადულის, მარელისის და ოცხერის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.