ახალ სეზონზე სერიალ „შუა ქალაქში" ძველ გმირებს ახალი პერსონაჟები შეცვლიან. ამასთან დაკავშირებით მსახიობები აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება „ღამის შოუმ" მიიღო. თუმცა, როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" დავით გოგიჩაიშვილმა განუცხადა ამ ეტაპზე ეს ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის.
„აი, ახლაც ვიღებთ პილოტს, სადაც უნდა ვცადოთ ახალი პერსონაჟები, რომლებიც ან ჩაანაცვლებენ ძველ გმირებს, ან ისევ ძველს გავაგრძელებთ. ჩვენ სცენარის მიხედვით ვიღებთ. მაგალითად, ლაშიკოს ეპიზოდური როლი შემდეგ საზოგადოებამ ისე აიტაცა, რომ მთავარი გმირი გახდა. ახლაც, ამას ვაკეთებთ, გვინდა ახალი ისტორიებით ვცადოთ ახალი პერსონაჟების შემოყვანა", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" გოგიჩაიშვილმა.
ჯერჯერობით გაურკვეველია ახალ სეზონზე „შუა ქალაქის" გმირები: ირაკლი, დათო, დები ღლონტები, მარიკა და ლაშიკო თუ დაბრუნდებიან. ამაზე ხმამაღლა არც მსახიობები საუბრობენ. თუმცა, ამბობენ, რომ მათ სერიალში 4 წლიანმა მუშაობა დიდ გამოცდილებასთან ერთად ხალხის სიყვარული მოუტანა.
„მართალია, მე მართლა აღარ ვთამაშობ დათოს როლს, სამწუხაროდ", - აღნიშნავს გოგა ბარბაქაძე. თუმცა, გათავისუფლების დეტლებზე „ჯი-ეიჩ-ენთან" არ ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ სერიალი ტელეკომპანია „იმედის" არხზე ყოველ შაბათ-კვირას წლების განმავლობაში გადიოდა.