ძლიერი მეწყერის შედეგად საქართველო-სომხეთის საზღვარზე. მიწამ 21 ავტომობილი ჩაიყოლა. მათ შორის 2 ავტომობილი საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნოდა.
სტიქიის შედეგად 10-მდე ადამიანი დაზარალდა. რამდენიმე ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. დნარჩენებმა მანქანებიდან გადმოსვლა დროულად მოასწრეს და საბედნიეროდ არ დაშავებულან.
შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში რამდენიმე სამაშველო ბრიგადა მუშაობს, მომხდარის გამო მაგისტრალი დროებით გადაიკეტა.