სსიპ "ბუნებრივი რესურსების სააგენტო" ჯანდარის ტბაზე 20 წლის ვადით შ.პ.ს "ჯანდარის ტბა-2"-ზე გაცემული #100031 თევზჭერის ლიცენზიის პირობების შესაბამისად შემუშავებულ წყლის ობიექტისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმას საჯარო განხილვას იწყებს.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, წყლის ობიექტისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმის საჯარო განხილვა, მისი შემდგომი დამტკიცებისათვის, სსიპ "ბუნებრივი რესურსების სააგენტოში" (მისამართი: გულუას #6) 3 ოქტომბერს ჩატარდება.