სარემონტო სამუშაოს გამო, 3 ოქტომბერს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების, მოსკოვის გამზირის, ქიზიყის, ჭიჭინაძის, ფრანგულიანის და ჭირნახულის ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.