ფშაველის 32-ე საარჩევნო უბანში ინციდენტი მოხდა. ამავე სოფელში მცხოვრები, 60 წლამდე მამაკაცი საარჩევნო უბანში შევიდა და ხელისუფლების მისამართით გინება დაიწყო.
მამაკაცი აპროტესტებდა, რატომ იყო საარჩევნო უბანი განთავსებული ლუკა რამაზაშვილის კუთვნილ შენობაში.
როგორც სოფლის მაცხოვრებლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, შენობა ლუკა რამაზაშვილის საკუთრებაა. რამაზაშვილი პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ყოფილი თავმჯდომარეა. ის 2006 წელს დააპატიმრეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.