სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს შეფასებით, დიდგორის ბრძოლა არასდროს დამთავრებულა. ამის შესახებ პარტიარქმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
"ჩვენ გვახასიათებს ერთი რამ ვამაყობთ წარსულით და იმით, რომ დიდგორი მოვიგეთ მიუხედავად იმისა რომ ჯარის რიცხვი ნაკლები იყო. მინდა გითხრათ, რომ ეს ომი არასდროს დამთავრებულა. ყოველდღე ომია მსოფლიოში და საქართველოში. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ მხოლოდ დღევანდელ დღეზე. მთავარი არ არის, რა ვჭამოთ, რა ვსვათ, როგორ გავერთოთ. მინდა, რომ ძალიან ღრმად გააანალიზოთ, როგორ წარმოგიდგენიათ საქართველო ხვალ, ემუქრება თუ არა საშიშროება, თუ იქნება მშვიდობიანი ცხოვრება",- განაცხადა ილია მეორემ.