ლუდი „კასრის" ორგანიზებით რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩის ერთობლივი ყურება და ქომაგობა ეწყობა. 11:00 საათიდან, კრწანისის რეზიდენციაში (კრწანისის ქ. #49) შეიკრიბებიან სპორტული მედიის წარმომადგენლები, რაგბის ნაკრების წევრთა მეუღლეები და ნაკრების ქომაგები და ერთად უგულშემატკივრებენ საქართველოს (საქართველო-არგენტინის მატჩი განმეორებით გადაიცემა). თამაშის ჩვენებასთან ერთად, სტუმრებისთვის სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართება, რომლის დროსაც, მათ შეეძლებათ დააგემოვნონ უგემრიელესი ლუდი „კასრის".ზაალ სულაკაური კი ყველა დამსწრის კარიკატურას დახატავს სამახსოვროდ.
კომპანია „ნატახტარი" აქტიურად ცდილობს დაეხმაროს ქართულ სპორტს და ამით ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას. ამიტომ 2008 წლიდან კომპანია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი და რაგბის კავშირის სპონსორია. 2011 წლიდან კი „ნატახტარი" გახდა კალათბურთის ფედერაციისა და მკლავჭირიდს ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი.ამასთან, კომპანია აპირებს განახორციელოს სხვა სახეობების განვითარების ხელშეწყობა. სპორტული ფედერაციების სპონსორობის გარდა, „ნატახტარი" მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ქომაგობის კულტურის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, რისთვისაც მუდმივად აწყობს სხვადასხვა საინფორმაციო-საპრომოუშენო აქციას და ეხმარება სხვადასხვა ფანკლუბებს.