დღეს, 13:00 საათზე კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით, უფლისციხის მუზეუმ - ნაკრძალში შემეცნებით-გასართობი თამაშის საპილოტე ვერსია - "თავგადასავალი უფლისციხეში" - გაიმართება.
ახალგაზრდულ შეჯიბრებაში 5 სხვადასხვა გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, სტუდენტებთან, უფლისციხის ახალგაზრდებთან, რა სად როდის კლუბი წევრებთან და თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდთან ერთად პირველები იქნებიან რომლებიც თამაშის მნიშვნელობას და მისი განხორციელების აუცილებლობას შეაფასებენ.
უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში დღეს ასევე ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები შეიკრიბებიან, რომლებიც ეროვნული სააგენტოს მომზადებულ ახალ საინფორმაციო ტურს გაეცნობიან.