აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით ხვალ, 11:00 საათზე, აფხაზეთიდან დევნილებს სასურსათო პროდუქტებს გადასცემენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, გლდანის მეხუთე მიკრო რაიონის 140-ე ბაგა-ბაღში ჩასახლებულ, სოციალურად დაუცველ დევნილებს მოინახულებენ და საკვებ პროდუქტებს გადასცემენ. დახმარება,ასევე, გადაეცემა აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახებს და ომის პირველი ჯგუფის ინვალიდებს.
აქციის მხარდამჭერი კომპანიებია: შ.პ.ს ,,იფქლი", ,,კოდა", ,,მითანა", ,,ტკბილი ქვეყანა", ,,კამპა", ,,ვაზი +".