პარტია "საქართველოს გზა" ეხმიანება გეგუთის ციხეში პატიმარ ნუგზარ შარიქაძის გარდაცვალების ფაქტს და სამძიმარს უცხადებს, პატიმრის ოჯახს. "საქართველოს გზა" შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ციხეებში პატიმართა გარდაცვალების შემთხვევები 15%-ით გაიზარდა.
"ბოლო პერიოდი პერმანენტულად გვესმის პატიმრების გარდაცვალების ფაქტები. საქართველო, მსოფლიოში მსჯავრდებულთა რაოდენობის მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩვა. პატიმრების გარდაცვალების უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს ორი ფაქტორი: პირველი - სამედიცინო მომსახურების არ არსებობა და მეორე - საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი პატიმრების რიცხვი, რომლებსაც სხეულზე აღენიშნებათ ძალადობისა და წამების კვალი", - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"საქართველოს გზა" მიმართავს საელჩოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში, არსებული პრობლემებით და გამოიძიონ მსგავსი ფაქტები.