რადიო „ჰერეთმა" თბილისში, კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზია ვერ მიიღო. კონკურსის შედეგად ლიცენზია „მედია ჰაუს დეკომმა" მოიპოვა. ორგანიზაცია რადიო „ცხელი შოკოლადის" ეთერში გაშვებას 2012 წლის მარტიდან გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ახალი რადიო თბილისში FM 98.5 ტალღაზე იმაუწყებლებს.
კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, შპს „მედია ჰაუს დეკომი" 2011 წლის 8 აგვისტოს დარეგისტრირდა.