"ცოცხალ ადამიანებს ძეგლს არ უდგამენ. ჟურნალისტებისგან გავიგე, რომ პატრიარქის ქანდაკების დადგმა იგეგმება ქალაქში. თუ ეს სიმართლეს შეესაბამება, მეეჭვება უწმინდესი ამაზე დათანხმდეს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა.
ილია II-ის ქანდაკება თბილისში მოსკოვიდან რამდენიმე კვირაა ჩამოიტანეს. ძეგ¬ლის ავ¬ტო¬რი რუსეთში მოღვაწე ქართველი მხატ¬ვა¬რი ზუ¬რაბ წერეთელია. ამჟამად ძეგლი შეფუთულ მდგომარეობაშია და გაურკვეველია, თბილისში სად იგეგმება ილია II-ის ძეგლის დადგმა.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, პატრიარქის ქანდაკების რუსეთიდან ჩამოტანასთან დაკავშირებით მერია ინფორმაციას არ ფლობს და მათთვის არავის მიუმართავს პატრიარქის ძეგლისთვის ადგილის გამოყოფის მოთხოვნით.
როგორც მამა მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, პატრიარქს არანაირი ინფორმაცია არ აქვს წერეთლის ქანდაკების შესახებ.
"ორი დღის წინ ვნახე და ვესაუბრე. მას არანაირი ინფორმაცია არ აქვს ამის შესახებ. როგორც ვიცი, ის არც ზურაბ წერეთელს სეხვედრია", - აცხადებს მამა მიქაელ ბოტკოველი.
წერეთელმა 2.8 მეტრის სიმაღლის ბრინჯაოს ქანდაკება 2003 წელს შექმნა და აქამდე მოსკოვში, რუსეთში მოღვაწე ქართველი მოქანდაკის ხელოვნების მუზეუმში იყო განთავსებული.